24-25 მაისს, ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-2 საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი კონცერტები გაიმართება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, საღამოზე შესრულდება გამოჩენილი ქართველი დირიჟორისა და კომპოზიტორის სიმღერები, რომელთა არანჟირება სპეციალურად ამ კონცერტისთვის გაკეთდა.
მსმენელის წინაშე წარსდგებიან თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ანსამბლი ,,რუსთავი“, ეკა მამალაძე და ვახტანგ კახიძე. პროექტი თბილისის განათლებისა და კულტურის ცენტრის ინიციატივითა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით განხორციელდა.
”ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-2 საერთაშორისო ფესტივალი 12 მაისს ლეგენდარული ჯგუფის Take6-ის კონცერტით გაიხსნა. 2016 წლის ფესტივალის პროგრამაში ასევე იყო ჯაზის ლეგენდა ივან ლინსი.
ფესტივალი, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო პროექტის - „Check In Georgia“ ფარგლებში, 2015 წელს ჯანსუღ კახიძის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაფუძნდა. მისი პროგრამა აგებულია თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და პოპულარული მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავების შემოქმედებით სინთეზზე და განკუთვნილია ყველა ჟანრის მუსიკის მოყვარულთათვის”, - აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.
მათივე ინფორმაციით, ფესტივალის წარმდგენები არიან: კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო;
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია; თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი; ფონდი ,,ქართული გალობა“ თბილისის განათლებისა და კულტურის ცენტრი; კომპანია ,,სუფთა სახლი“; სასტუმრო ,,რუმს ჰოტელ თბილისი“; რესტორანი ,,ფაეტონი“; საინფორმაციო უზრუნველყოფა - ტელეკომპანია GDS.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"