მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, სპექტაკლის „მეფე ლირი“ პრემიერა გაიმართება.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრიდან აცნობეს, სპექტაკლის დადგმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.
”ქართველ მაყურებელს კიდევ ერთხელ მიეცემა საშუალება იხილოს უილიამ შექსპირის შესანიშნავი ნაწარმოები. ეს გახლავთ შექსპირის პიესის ახლებური ინტერპრეტაცია, რომელიც რეჟისორმა ზურაბ გეწაძემ განახორციელა თუმანიშვილის თეატრის სცენაზე, ხოლო ლირის როლს ასრულებს თეატრისა და კინოს ვარსკვლავი – ზურაბ ყიფშიძე”, - აცხადებენ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრში.
სპექტაკლის პრემიერა 28, 29 და 31 მაისს, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გაიმართება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"