პრეზიდენტის მოსაზრებით, ”რუსთავი 2”-ის პროცესი პირველივე დღიდან პოლიტიზებული იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ თემის კომენტირებისას განუცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ არხის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ამძაფრებს კითხვის ნიშნებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. „საქართველოს პრეზიდენტის აზრით, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიის არსებობა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, ჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოსა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე მსგავსი დამოკიდებულებაა დასავლელი პარტნიორების მხრიდანაც. ბოლო დროს სტრასბურგსა და ბრიუსელში გამართული შეხვედრებისას ”რუსთავი2”-ის თემა იყო ძალიან მაღალი. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ის, რაც ხდება ”რუსთავი2”-ის ირგვლივ, ამძაფრებს კითხვის ნიშნებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. პრეზიდენტის აზრით, არჩევნებამდე არხზე ხელმძღვანელობის შეცვლა დააზიანებს როგორც საარჩევნო გარემოს, ასევე არჩევნების პროცესის შეფასებას. პრეზიდენტის აზრით, ეს პროცესი პირველივე დღიდან იყო პოლიტიზებული იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან კეთდებოდა პოლიტიკური შეფასებები“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"