გიორგი კვირიკაშვილი ციხისძირში სასტუმრო "კასტელო მარე"-ს გახსნის ღონისძიებას დაესწრო

პრემიერ- მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აჭარაში, სოფელ ციხისძირში მდებარე სასტუმროსა და გამაჯანსაღებელი კომპლექსის "კასტელო მარე"-ს გახსნის ღონისძიებას დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა კომპლექსს უნიკალური უწოდა და სასტუმროს მფლობელს სოსო ორჯონიკიძეს მადლობა გადაუხადა ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ახალი სასტუმროს გახსნის ცერემონიას ვიცე-პრემიერები, საქართველოს მთავრობის, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის დეპუტატები, აჭარის მთავრობის წევრები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტურისტულად მიმზიდველ რეგიონში მდებარე სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი "კასტელო მარე" შედგება 8 სხვადასხვა კატეგორიის 90 ნომრისგან. იგი მოიცავს შიდა და გარე საცურაო აუზს, სპა ცენტრს, რესტორანს, ღია ბარს ტერასაზე და სანაპიროზე. კორპორატიული ღონისძიებებისთვის სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს 200 ადამიანზე გათვლილ საკონფერენციო დარბაზს. კომპლექსში განთავსებულია ფიტნეს ცენტრი, ჩოგბურთის მოედანი, საბილიარდო, ოთხ ბილიკიანი ბოულინგი, ლაზერული ტირი და დაივინგის სკოლა. დამსვენებელი სანაპიროზე მოხვდება უახლესი თაობის დახრილი ლიფტების მეშვეობით.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება