ნატო-ს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ დეკლარაცია მიიღო

ნატო-ს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ვარშავის სამიტის პირველ დღეს დეკლარაცია მიიღო. ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ნატო-ს წევრი ქვეყნების მტკიცე პოზიციაა, ხელი შეუწყონ და განავითარონ ინდივიდუალური და კოლექტიური შესაძლებლობები ნებისმიერი ფორმის შეიარაღებული თავდასხმისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

„ამ კონტექსტში, დღეს ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, გავაგრძელოთ ჩვენი მდგრადობის გაძლიერება, ნებისმიერი მიმართულებიდან მომავალი სხვადასხვა საფრთხეების, მათ შორის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ. მდგრადობა არის მნიშვნელოვანი საფუძველი მტკიცე შეკავებისთვის და უსაფრთხოებისთვის, ასევე ალიანსის ძირითადი ამოცანების ეფექტური შესრულებისთვის“, - ნათქვამია დეკლარაციაში.

დოკუმენტის თანახმად, არსებული გამოწვევების ფონზე, მდგრადობის შენარჩუნება მოითხოვს მოკავშირეებისგან სამხედრო და სამოქალაქო შესაძლებლობების ხელშეწყობას და დაცვას, ასევე საჯარო და კერძო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის ევროკავშირთან და პარტნიორებთან მუშაობას.

ნატო ასევე გააგრძელებს მუშაობას იმ თავდასხმების პრევენციისთვის, რომელიც შეიცავს ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ ან ბირთვულ ელემენტებს.

„ჩვენი მდგრადობა ეფუძნება ჩვენს ერთგულებას ინდივიდუალური თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი. ჩვენი მდგრადობის ამაღლებისკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმით, კვლავ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ ერთგულებას, დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა და ჩვენი ტერიტორია ნებისმიერი საფრთხეებისგან და ხელი შევუწყოთ ამ ფასეულობებს“, - ნათქვამია დეკლარაციაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში