გუკა რჩეულიშვილი დაკავებულია

სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი გუკა რჩეულიშვილი დაკავებულია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.

მათი განმარტებით, გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცავებს თავად არ ჩაბარებია. უწყების განმარტებით, სამართალდამცავებმა ის თავად რჩეულიშვილის საცხოვრებელ სახლთან აიყვანეს.

გუკა რჩეულიშვილი შესაბამის დაწესებულებაშია გადაყვანილი.

როგორც ცნობილია, "ცენტრ პოინტის" პროექტ "ბათუმის მაგნოლიას" საქმეზე დღეს, საქალაქო სასამართლომ გუკა რჩეულიშვილს, მაია რჩეულიშვილს და სამშენებლო კომპანიის კიდევ ორ თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მაია რჩეულიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს, ირაკლი მინდელისა და სალომე ჩხენკელის აყვანა კი ორი დღის წინ მოხდა. ამავე დღეს იგეგმებოდა გუკა რჩეულიშვილის დაკავებაც, თუმცა სამართალდამცავებმა მისი ადგილსამყოფელი ვერ დაადგინეს. 

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა