2007 წლის 7 ნოემბერს „იმედში“ შეჭრის საქმეზე ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე დაიკითხა

7 ნოემბრის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე მოწმის სახით ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე დაიკითხა. მან 2007 წლამდე ტელევიზიაში არსებული ვითარება გაიხსენა და „იმედში“ შეჭრის დროს განვითარებულ მოვლენებზეც დეტალურად ისაუბრა. როგორც დიანა ტრაპაიძემ აღნიშნა. მან ტელეკომპანია „იმედში“ მუშაობა 2003 წელს დაიწყო და ამ პერიოდის განმავლობაში არხის ხელმძღვანელობის მხრიდან არავითარი ზეწოლა ან ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევა არ უგვრძვნია.

ჟურნალისტის თქმით, არხსა და იმდროინდელ მმართველ გუნდს შორის ურთიერთობა ნელ-ნელა იძაბებოდა, რადგან „იმედი“ არაერთ კრიტიკულ რეპორტაჟს ამზადებდა. რაც შეეხება 2007 წლის 7 ნოემბერს, როგორც დიანა ტრაპაიძემ სასამართლოში დაკითხვისას აღნიშნა, ის 8 თვის ორსული იყო და გადაღებებზე ამ მდგომარეობის გამო ვერ დადიოდა და ამიტომ ტელევიზიის შენობაში უწევდა მუშაობა. მისივე თქმით, „იმედის“ ეთერში ნოემბრის აქციები და მათ შორის 7 ნოემბრის მოვლენები უწყვეტ რეჟიმში გადაიცემოდა.

"მე ვიყავი საეთეროში, როდესაც ტელევიზიაში სპეცრაზმი შემოვიდა. საეთეროში დაახლოებით 20-25 სპეცრაზმელი შემოვიდა, ზოგი ნიღბიანი, ზოგი კი ნიღბის გარეშე იყო. ამტვრევდნენ აპარატურას, ყველას ეუბნებოდნენ, რომ ძირს დაწოლილიყვნენ. მე ჩემი მდგომარეობის გამო დაბლა ვერ დავწვებოდი და ამიტომ მყარად ვიდექი ფეხზე. ორ თანამშრომელს, რეჟისორსა და გრიმიორს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. რაღაც მომენტებში მქონდა განცდა - არ დაგვხვრიტონ, არ დაგვხოცონ-მეთქი. ეს განცდა ლუბლიანას ქუჩაზე გასვლის შემდეგ უფრო გამიმძაფრდა", - განაცხადა დიანა ტრაპაიძემ.

მისივე თქმით, ტელევიზიიდან როდესაც გადიოდა, დაინახა სართულებზე ძირს და კიბეებზე მწოლიარე ადამიანები.

"ლუბლიანას ქუჩაზე, რომ გამოვედი იქ ვითარება დაძაბული იყო. ჯარივით მოდიოდა სპეცრაზმი, პლასტმასის ეკიპირებით. მე გავიქეცი ჭალებისკენ, რომელიც ლუბლიანას ქუჩაზეა და იქვე იყო კორპუსი, სადაც თავი შევაფარე. იქ იყვნენ „იმედის“ სხვა თანამშრომლებიც", - განაცხადა დიანა ტრაპაიძემ.

ჟურნალისტმა 2007 წლის 7 ნოემბრის შემდგომი პერიოდიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ გადაწყვიტა არხზე დარჩენილიყო და მუშაობა გაეგრძელებინა.

"შემდეგ უკვე გარდაიცვალა ტელეკომპანიის მფლობელი და არხი აღმოჩნდა ჯოზეფ ქეის ხელში. ამის მიუხედავად მე მაინც დავრჩი და მქონდა განცდა, რომ ვმუშაობდი წართმეულ ტელევიზიაში. მახსოვს პატარკაციშვილის მეუღლემ ჩაატარა თათბირი და თქვა, რომ მას ქონება წაართვეს და აპირებდა მისი დაბრუნებისთვის ბოლომდე ბრძოლას. მან გვთხოვა ყველას, რომ დავრჩენილიყავით. გარკვეული პერიოდის განმავლობში ჯოზეფ ქეის ხელში აღმოჩენილი „იმედი“ ლოიალური და ნაკლებად კრიტიკული ხდებოდა. მივიღე გადაწყვეტილება 2009 წელს დავტოვე „იმედი", - განაცხადა სასამართლოში დაკითხვისას დიანა ტრაპაიძემ.

მისივე თქმით, 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ „იმედის“ თანამშრომლებს ხელისუფლების წარმომადგენლებიდან მხოლოდ მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე შეხვდა, რომელმაც განუცხადა, რომ ის ტელეიმედში შეჭრის მომხრე არ იყო.

ამ წუთებში 7 ნოემბრის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე სპეცრაზმელები იკითხებიან. ვინაიდან დასაკითხი პირები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები არიან, პროკურორმა პროცესის დახურვის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

სპეცრაზმელები დახურულ სასამართლო სხდომაზე იკითხებიან.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს