თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურმა გადატრიალების ორგანიზებაში მონაწილეობა აღიარა

თურქეთის სამხედრო - საჰაერო ძალების ყოფილმა მეთაურმა, აკინ ოზთურქმა გადატრიალების ორგანიზებაში მონაწილეობა აღიარა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

ოზთურქისა და კიდევ 100 გენერლის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი უკვე დაიწყო. გადატრიალების მცდელობამდე ის უმაღლესი სამხედრო საბჭოს წევრი იყო.

მასთან ერთად დაკავებულია თითქმის ასი გენერალი.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიიჩნევს, რომ გადატრიალების იდეოლოგი აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებელი ფეთჰულა გიულენია.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს