~ან-24~, რომელმაც გუშინ ავარიული დაჯდომა განახორციელა, ~ევროლაინს~ იჯარით სომხური კომპანიისგან აქვს აღებული

გუშინდელი ავარიული დაშვების შედეგად ~ან-24~ მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა, - განუცხადა ~ინტერპრესნიუსს~ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ხოჯელანმა.

მისი თქმით, თვითმფრინავზე, რომელიც ~ევროლაინს~ იჯარით სომხური კომპანიისგან აქვს აღებული, მოხდა წინა შასის შეკეცვა. ამის გამომწვევი მიზეზები ჯერ დადგენილი არ არის.

~აღნიშნულ თვითმფრინავს ყველა დოკუმენტი წესრიგში ჰქონდა და მას ფრენის უფლება გააჩნდა~, - აღნიშნა ხოჯელანმა.

ამასთან, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით, კომპანია ~ევროლაინის~ თვითმფრინავის ავარიულად დაშვებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო წინასწარ გამოძიებას აწარმოებს.

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, 21 საათსა 27 წუთზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია "ევროლაინის" კუთვნილი ~ან-24~ ტიპის საჰაერო ხომალდის; დაფრენისას, რომელიც ასრულებდა რეისს #MJX002 ბათუმი-თბილისი, ადგილი ჰქონდა საავიაციო შემთხვევას. კერძოდ, საჰაერო ხომალდს დაფრენისას დაუზიანდა წინა შასი(გადატყდა), რასაც შედეგად მოჰყვა ხომალდის წინა ცხვირის ასაფრენ ზოლზე დაცემა.;

შს სამინისტროს ინფორმაციით, ხომალდში იმყოფებოდა მხოლოდ ეკიპაჟის 5 წევრი, რომელთაგან ერთ-ერთმა, ბორტგამცილებელმა ლია მაისურაძემ მიიღო ქვედა კიდურის დაზიანება.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში