რობაქიძე დღეს ამომრჩევლებს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სოსო რობაქიძემ განუცხადა, ამომრჩევლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
"მე ვუთხარი მოსახლეობას, რომ თუ მერაბიშვილი და ეს ხელისუფლება გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს სიკვდილი. ახლაც გრძელდება ადამიანების ხოცვა. პატრულმა კიდევ ერთი ადამიანი მოკლა. "მეტეხის ჩრდილიდან" იმ ჯგუფმა, რომლის დავალებითაც გირგვლიანი მოკლეს, რესტორანში მყოფი ფერაძე გააქრეს ადგილიდან და წაიყვანეს ტყეში",-განაცხადა რობაქიძემ და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მის ამომრჩევლებს ბაღდათში აშინებს და აშანტაჟებს.
"იცოდნენ, რომ დღეს უნდა შევხვედროდი ამომრჩევლებს და გუშინ მერაბიშვილმა ბაღდათში გამოაგზავნა ბანდფორმირება, რათა მოსახლეობა დაეშინებინა და ჩემთან შეხვედრაზე არ მოსულიყვნენ. ამის მიუხედავად ხალხი მაინც მოვიდა შეხვედრაზე. ისინი ამბობენ, რომ სამართალდამცავები ჩემი მხარდაჭერის შემთხვევაში დაჭერით ემუქრებიან",-განაცხადა რობაქიძემ.
მისივე თქმით, ბაღდათის რაიონში მასაც, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გია ცაგარეიშვილს და "ნაციონალების" კანდიდატს თემურ კოღოძეს გამარჯვების ერთნაირი შანსები აქვთ.