მესამე მასივში ახალი სკვერი და სათამაშო მოედანი მოეწყო

ვარკეთილის ზემო პლატოზე, მესამე მასივში ახალი სკვერი და სათამაშო მოედანი მოეწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სამუშაოების შედეგად, გაკეთდა ქვიშის მოედანი , წყაროები, ატრაქციონები, ე.წ. კაუჩუკის მოედნები, დაიგო ფილები, გამოიცვალა მოსასვენებელი სკამები და ნაგვის ურნები.

მერიაში აცხადებენ, რომ სკვერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზეა ადაპტირებული და თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.

აღნიშნულ მისმართზე სამგორის რაიონის გამგეობის და თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ, ასევე, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა. მესამე მასივის ზემო პლატო #39, #40, #41, #42, #43, #‎43ა‬‬ და #‎43ბ‬‬ კორპუსების სახურავები გადაიხურა, დამონტაჟდა სადარბაზოს კარი, გამოიცავალა შიდა წყალკანალიზაციის მილები, გადაიხურა სადარბაზოს შესასვლელები, მოხდა კორპუსის კაპიტალური გამაგრება, ჩატარდა ცენტრალური საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია, დაიგო ასფალტის საფარი.

“სკვერის მიმდებარე კორპუსებში ყველა ის პრობლემა გვარდება, რომელიც მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა. გადაიხურა სახურავები, მოხდა კორპუსის კაპიტალური გამაგრება, ჩატარდა ცენტრალური და შიდა საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია, ასევე მიმდინარეობს გზის მოასფალტება”, - განაცხადა სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა.

განხორციელებული სამუშაოების ღირებულება 850 000 ლარია.

InterPressNews.Ge

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება