გორში ტიხროვანი მინანქრის სკოლაში დღეიდან შეგირდების მიღებას იწყებენ

ტიხროვანი მინანქრის სკოლაში ერმილე მაღრაძე შეგირდების მეორე ჯგუფის მიღებას იწყებს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” გორის მერიიდან აცნობეს, მსურველებმა აპლიკაციები 2015 წლის 15 აგვისტოდან 30 სექტემბრამდე ელ.ფოსტაზე - tikhruliminanqari@gmail.com უნდა გააგზავნონ. სასწავლებლეში 16 - დან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდები მიიღებიან. შერჩეულ რვა კონკურსანტს, ორწლიანი სასწავლო კურსის გავლის შემდეგ შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცემა.

ერმილე მაღრაძის ტიხროვანი მინანქრისა და ჭედური ხელოვნების სკოლა/სახელოსნომ ფუნქციონირება გორის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის ინიციატივით გასულ წელს დაიწყო.

გორის მერიის ინფორმაციით, სამწლიანი პროექტი ტიხროვანი მინანქრის უფასო სწავლებას ითვალისწინებს. 2015 წელს კონკურსის შედეგად შეირჩა 7 აპლიკანტი, რომლებსაც ტიხრული მინანქრის დამუშავების ტექნოლოგიას საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ოსტატი ერმილე მაღრაძე ასწავლის.

სკოლა/სახელოსნო სამი წლის მანძილზე შვიდკაციან ორ ჯგუფს გამოუშვებს. სწავლის ხანგრძლივობა ორი წელია. სკოლა ფინანსდება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.

„სკოლაში ახალგაზრდები ძირფესვიანად შეისწავლიან მინანქრის დამუშავებას შუასაუკუნეებში არსებული ტექნოლოგიით. ქართული ტიხრული მინანქრის ხელოვნება უძველესია, იგი VIII - IX საუკუნიდან გვხვდება საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში XV საუკუნისთვის შეწყდა მინანქრის წარმოება და სასიხარულოა, რომ XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ისევ აღდგა ეს დარგი და დღემდე განიცდის წინსვლას. პროექტის მიზანია ტრადიციულ საფუძველზე მომზადდეს მსურველთა გარკვეული ჯგუფი და მათ წარმატებით გააგრძელონ ამ სფეროში მუშაობა“, - აღნიშნავს ტიხროვანი მინანქრის ოსტატი ერმილე მაღრაძე.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა