დიმიტრი ლორთქიფანიძე - ირაკლი სესიაშვილმა ჯერ უბლოკო სტატუსი და ნეიტრალიტეტი გაარჩიოს ერთმანეთისაგან

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს პასუხობს. ლორთქიფანიძის თქმით, თუ ირაკლი სესიაშვილი ვერ არჩევს ერთმანეთისგან უბლოკო სტატუსსა და ნეიტრალიტეტს, მაშინ მას შეუძლია ამის განმარტება, თუნდაც პარლამენტში მიიღოს, აპარატის მეშვეობით.

„არ იქნება ცუდი, რომ ადამიანი, რომელიც პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს, უბლოკო სტატუსსა და ნეიტრალიტეტს არჩევდეს ერთმანეთისაგან. იცოდეს რა სჭირდება უბლოკო სტატუსის გამოცხადებას და რა სჭირდება ქვეყნის ნეიტრალიტეტს და თუ ეს არ იცის, ის მაინც იცოდეს, რომ შეუძლია მიმართოს პარლამენტის კვლევის დეპარტამენტს ან აპარატს, რომ მსგავსი შეცდომები არ დაუშვას. რაც შეეხება იმას, რომ მას საარჩევნო პიარად ეჩვენება ეს ყველაფერი, ასევე სამწუხაროა, რომ ბატონმა სესიაშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“, განსხვავებით პარლამენტის თავმჯდომარისაგან, ჩვენს მიერ ერთი თვის წინ გაცხადებული ინიციატივა უბლოკო სტატუსის შესახებ საერთოდ ვერ შეამჩნიეს. ეს მათ არაპროფესიონალიზმსა და პოლიტიკურ სიბეცეზე მეტყველებს“, - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

მისივე თქმით, „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“ უკვე თვეზე მეტია საქართველოსათვის უბლოკო სტატუსის გამოცხადებაზე საუბრობენ და თუ „ქართულ ოცნებას“ ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე აზრი გააჩნდა, შეეძლოთ მანამდე ეთქვათ.

„მთელს მსოფლიოში, ყველა დროში, ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივები ხმოვანდება სწორედ საარჩევნოდ. სწორედ ამ დროს ხდება საკუთარი მოსახლეობისათვის პოლიტიკური პარტიისა და ლიდერის მიერ საკუთარი ხედვის, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისა და მომავლი განვითარების გეგმის წარდგენა. თუ ეს არ იცის ადამიანმა, იმას რატომ აქვს პრეტენზია იყოს ქვეყნის პარლამენტის წევრი, მით უფრო იკავებდეს მაღალ თანამდებობას ჩემთვის გაუგებარია“, - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ დღეს, განმეორებით დანიშნული ბიუროს სხდომა უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით ბოლოს და ბოლოს გაიმართება და „ქართული ოცნების“ დეპუტატები შეასრულებენ საკუთარ ვალდებულებას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, ერთი მხრივ, საქართველოს უბლოკო სტატუსის შესახებ ნინო ბურჯანაძის ინიციატივა, მეორე მხრივ კი, უბლოკო სტატუსის საწინააღმდეგოდ დავით უსუფაშვილის საკონსტიტუციო წინადადება საარჩევნო პიარის ნაწილი ჰგონია.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

დიმიტრი ლორთქიფანიძე - ირაკლი სესიაშვილმა ჯერ უბლოკო სტატუსი და ნეიტრალიტეტი გაარჩიოს ერთმანეთისაგან

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს პასუხობს. ლორთქიფანიძის თქმით, თუ ირაკლი სესიაშვილი ვერ არჩევს ერთმანეთისგან უბლოკო სტატუსსა და ნეიტრალიტეტს, მაშინ მას შეუძლია ამის განმარტება, თუნდაც პარლამენტში მიიღოს, აპარატის მეშვეობით.

„არ იქნება ცუდი, რომ ადამიანი, რომელიც პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს, უბლოკო სტატუსსა და ნეიტრალიტეტს არჩევდეს ერთმანეთისაგან. იცოდეს რა სჭირდება უბლოკო სტატუსის გამოცხადებას და რა სჭირდება ქვეყნის ნეიტრალიტეტს და თუ ეს არ იცის, ის მაინც იცოდეს, რომ შეუძლია მიმართოს პარლამენტის კვლევის დეპარტამენტს ან აპარატს, რომ მსგავსი შეცდომები არ დაუშვას. რაც შეეხება იმას, რომ მას საარჩევნო პიარად ეჩვენება ეს ყველაფერი, ასევე სამწუხაროა, რომ ბატონმა სესიაშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“, განსხვავებით პარლამენტის თავმჯდომარისაგან, ჩვენს მიერ ერთი თვის წინ გაცხადებული ინიციატივა უბლოკო სტატუსის შესახებ საერთოდ ვერ შეამჩნიეს. ეს მათ არაპროფესიონალიზმსა და პოლიტიკურ სიბეცეზე მეტყველებს“, - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

მისივე თქმით, „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“ უკვე თვეზე მეტია საქართველოსათვის უბლოკო სტატუსის გამოცხადებაზე საუბრობენ და თუ „ქართულ ოცნებას“ ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე აზრი გააჩნდა, შეეძლოთ მანამდე ეთქვათ.

„მთელს მსოფლიოში, ყველა დროში, ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივები ხმოვანდება სწორედ საარჩევნოდ. სწორედ ამ დროს ხდება საკუთარი მოსახლეობისათვის პოლიტიკური პარტიისა და ლიდერის მიერ საკუთარი ხედვის, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისა და მომავლი განვითარების გეგმის წარდგენა. თუ ეს არ იცის ადამიანმა, იმას რატომ აქვს პრეტენზია იყოს ქვეყნის პარლამენტის წევრი, მით უფრო იკავებდეს მაღალ თანამდებობას ჩემთვის გაუგებარია“, - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ დღეს, განმეორებით დანიშნული ბიუროს სხდომა უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით ბოლოს და ბოლოს გაიმართება და „ქართული ოცნების“ დეპუტატები შეასრულებენ საკუთარ ვალდებულებას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, ერთი მხრივ, საქართველოს უბლოკო სტატუსის შესახებ ნინო ბურჯანაძის ინიციატივა, მეორე მხრივ კი, უბლოკო სტატუსის საწინააღმდეგოდ დავით უსუფაშვილის საკონსტიტუციო წინადადება საარჩევნო პიარის ნაწილი ჰგონია.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის