ზურაბ პატარაძემ მე-17 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან გიორგი თავამაიშვილთან ერთად, მე-17 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, მათთან ერთად აგრეთვე იმყოფებოდნენ განათლების მინისტრის მოადგილე ლადო მგალობლიშვილი და მთავრობის სხვა წევრები.

ამ ეტაპზე სკოლაში შიდა მოსაპირკეთბელი სამუშაოები მიმდინარეობს. კერძოდ, რემონტდება საკლასო ოთახები. გამოიცვალა კარ-ფანჯრები, მოწესრიგდა სველი წერტილები. ახალი სასწავლო წლისათვის სკოლა აღიჭურვება ახალი სასწავლო და საოფისე ინვენტარით. სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს“ პატრიოტი“. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 850 729 ლარს შეადგენს. სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის ივნისში დაიწყო და მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს.

აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების" მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს 19 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. პროგრამის საერთო ბიუჯეტია 5 650 000 ლარი.

InterPressNews.Ge

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში