"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში კანდიდატები წარადგინა.
ბათუმში, პარტიის ოფისში გამართულ ღონისძიებას მხარდამჭერებიც ესწრებოდნენ.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ის პირველ ადგილზე გავა, რადგანაც "აჭარა ტრადიციულად მისი მხარდამჭერია".
მისივე თქმით, არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ჰყავს ისეთი ღირსეული კანდიდატები, როგორიც "დემოკრატიულ მოძრაობას".
ბათუმიდან საქართველოს პარლამენტში მოსახვედრად იბრძოლებენ ომარ ფარტენაძე, დავით გოგიტიძე და ხათუნა ფხაკაძე, ქობულეთის ოლქიდან სულიკო რომანაძე, ხელვაჩაურიდან იაშა გვიანიძე, ხოლო ქედა-შუახევი-ხულოს საარჩევნო ოლქიდან მიხეილ მახარაძე.
"დემოკრატიული მოძრაობიდან" აჭარის უმაღლესი საბჭოს კანდიდატები არიან ბათუმიდან ლევან ჯინჭარაძე, დიმიტრი ჭეიშვილი და შაქრო პაპიძე, ქობულეთის ოლქიდან ხვიჩა გამარჯობაძე, ხელვაჩაურიდან შუქრი ბრუნჯაძე, ქედა-შუახევი-ხულოს ოლქიდან კი მამუკა ღორჯომელაძე.
ნინო ბურჯანაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის პირველი სამეულიც დაასახელა. აჭარის საკანონმდებლო ორგანოში "დემოკრატიული მოძრაობის" პირველი ნომერი იქნება ბათუმის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი გიორგი ცინცქილაძე, მეორე ნომრად დასახელდა პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული დიმიტრი ჭეიშვილი, ხოლო მესამე ნომერია პროფესორი გიორგი მახარაშვილი.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 8 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ტარდება. აჭარის საკანონმდებლო ორგანოში სულ 21 მანდატია.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"