საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა იაპონური ტრადიციული თეატრის „ნო“ წარმოდგენას დაესწრო, რომელიც იაპონიის საელჩოს კულტურული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში პირველად იმართება.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, მაკა ჩიჩუას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტოშიო კაიტანმა მეუღლესთან ერთად უმასპინძლა. იაპონიის ელჩმა სპექტაკლის დასაწყისში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პირველ ლედის მადლობა გადაუხადა.
მათივე ინფორმაციით, იაპონური ტრადიციული თეატრი „ნო“, იგივე ნოკაგუ, იუნესკოს მიერ ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრადაა აღიარებული. „ნო“-ს ხელოვნებას უკვე 650 წლიანი ისტორია აქვს და თაობიდან თაობას გადაეცემა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"