ეროვნულ უმცირესობათა საბჭო ხვალ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შეხვდება

აგრძელებს შეხვედრებს 2008 წლის 21 მაისს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებთან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრების დროს საბჭოს წევრები გაეცნობიან, თუ როგორ არის ასახული ეთნიკური უმცირესობებისა და მათი ინტეგრაციის საკითხები საარჩევნო სუბიექტების პროგრამებში და საქართველოს პარლამენტში რა კონკრეტული გეგმების განხორციელებას აპირებენ ამ მიმართულებით.

ხვალ, 12.00 საათზე, ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრები შეხვდებიან მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წევრებს. 15:00 საათზე კი ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრები შეხვდებიან პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს. შეხვედრები გაიმართება საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში.

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრები უკვე შეხვდნენ საარჩევნო ბლოკის "ტრადიციონალისტები - ჩვენი საქართველოს და ქალთა პარტია" წევრებს.

ეროვნულ უმცირესობათა საბჭო გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის (ECMI) მხარდაჭერით ფუნქციონირებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს