ქუთაისში, ყოფილი „კინო საქართველოს“ შენობაში ახალი კინო დარბაზები მოეწყო. ჯამში, 7 დარბაზი მუშაობს, რომელთაგანაც ორი 3D ფორმატისაა. კინო დარბაზები ერთობლივად 400-ზე მეტ მაყურებელს დაიტევს. კინოთეატრში დღეს სატესტო ჩვენებები მოაწყვეს. უფასო ჩვენებებზე ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სტუდენტები და მოსწავლეები არიან მიწვეული.
თეატრები სრული დატვირთვით თვენახევარში ამუშავდება. მოეწყობა კაფეები და იქნება ადაპტირებული გარემო შშმ პირებისთვის.
ახალი დარბაზები ქუთაისის მერმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. შოთა მურღულიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისში თანამედროვე სტანდარტების კინოთეატრი იქნება, რომელიც ყველა თაობის და გემოვნების ადამიანს მოემსახურება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"