ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის დამაკავშირებელი ხიდი გაიხსნა

ქალაქ მცხეთის მერმა ავთანდილ ნემსიწვერიძემ, მხარის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ, პარლამენტის წევრებთან დიმიტრი ხუნდაძესთან და ზაქარია ქუცნაშვილთან ერთად ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის დამაკავშირებელი ხიდი გახსნეს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” მცხეთის მერიიდან აცნობეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტრომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზის მე-2 კმ-ზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დაასრულა. მათივე ინფორმაციით, ხიდი კომპანია „British Petroleum“-ის მფლობელობაში არსებულ დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენს კვეთს, რის გამოც პროექტი განსაკუთრებული სიფრთხილით ხორციელდებოდა.

პროექტის ფარგლებში, არსებული სწორკუთხა მილ-ხიდის ნაცვლად მოეწყო ახალი სახიდე გადასასვლელი. ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზა ქალაქ მცხეთაში გადის და ქალაქის ძირითად სატრანსპორტო არტერიას წარმოადგენს. ახალი სახიდე გადასასვლელი, უზრუნველყოფს ამ მონაკვეთზე მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 2 569 000 ლარია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა