გიორგი ერმაკოვი - „კონვერტ ჯორჯიასთან“ შევწყვიტეთ ხელშეკრულება ვალდებულების შეუსრულებლობის გამო და ვიწყებთ სამართლებრივ პროცედურებს

„კონვერტ ჯორჯიასთან“ შევწყვიტეთ ხელშეკრულება ვალდებულების შეუსრულებლობის გამო და ვიწყებთ სამართლებრივ პროცედურებს, - ამის შესახებ ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა „სოციალური საცხოვრისის“ მშენებარე კომპანიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ტენდერში გამარჯვებული აზერბაიჯანული კომპანიის წარმომადგენლებთან კონტაქტი ვერ ხერხდება, რის გამოც კანონით გათვალისწინებული პროცედურებით მოხდება ავანსად გაცემული თანხის ამოღება. კერძოდ, ერმაკოვის განმარტებით, მოხდება ბანკისგან გაცემული გარანტიის უზრუნველყოფა.

„კომპანია, რომელიც ვალდებულებას არ ასრულებს, მასთან გვაქვს ჩვენ წინარე ხელშეკრულებები, რომლითაც ვალდებულებების უზრუნველყოფად ვითხოვთ დაზღვევას, ეს არის საბანკო გარანტია და სხვ. აქედან გამომდინარე, ავანსს, რომელიც უზრუნველყოფილია საბანკო გარანტიებით, მოვითხოვთ სამართლებრივად. ქონებაზე, თუკი რამ გააჩნია კომპანიას, პირველ რიგში, ყადაღას დავადებთ. ამის შემდეგ მოვითხოვთ საბანკო გარანტიის გამცემი ორგანიზაციისგან, ბანკისგან იმ გაცემული გარანტიის უზრუნველყოფას. პროცედურები უკვე დავიწყეთ. გავწყვიტეთ ხელშეკრულება ვალდებულების შეუსრულებლობის გამო და სამართლებრივ პროცედურებსაც მივაყოლებთ. კომპანიის წარმომადგენლებთან საუბრის საშუალება რომ გვქონოდა, კარგი იქნებოდა, თუმცა ვერ ვპოულობთ მათ, კონტაქტზე არ არიან. „კონვერტ ჯორჯია“ საქართველოში დაფუძნებული აზერბაიჯანული კომპანიაა. ავანსი გაიცა სამშენებლო მასალებისა და სამუშაოების საწარმოებლად, რისი ამოღების უზრუნველყოფაც მოხდა საბანკო გარანტიებით“, - აღნიშნა გიორგი ერმაკოვმა.

ბათუმის მერიის პროგრამის „სოციალური საცხოვრისის“ მშენებლობის ფარგლებში დასაქმებული მუშები კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ. ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კონვერტ ჯორჯიას“ წარმომადგენლები მშენებლობაზე დასაქმებულებთან კონტაქტზე არ გადიან და სავარაუდოდ, ისინი საქართველოში არ იმყოფებიან.

ოთხი ხუთსართულიანი კორპუსის ასაშენებლად, სადაც 80 ბინა უნდა განთავსებულიყო, ბათუმის მერიამ 2 მილიონამდე ლარი გადაუხადა კომპანია „კონვერტ ჯორჯიას“. კორპუსები 2016 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მხოლოდ ორი სახლის საძირკველია ჩაყრილი, ხოლო ორი კორპუსის საძირკველზე მუშაობა ჯერაც არ დაწყებულა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება