სოფელ წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ხვალ, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) და მის ფარგლებში აღებული ვალდებულებების განხორციელების თაობაზე კონსულტაციებში ჩართვის მიზნით დიალოგი გაიმართება, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე - საჯარო და კერძო სექტორს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და ევროპასთან ასოცირების შეთანხმების მხარდამჭერი პროექტის ხელმძღვანელი იოლანტა ტაჩინსკა გახსნიან.
ღონისძიების მოდერატორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე იქნება, რომელიც DCFTA-ს ჭრილში სამინისტროს საქმიანობის შესახებ პრეზენტაციასაც გააკეთებს.
შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"