ოთარ კახიძე - „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორებას ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან შეუდგა

„ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორებას ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან შეუდგა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტის მე-9 მოწვევის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ოთარ კახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მხრიდან მოწვეულმა სასამართლო მონიტორინგმა დააფიქსირა თავის დასკვნაში, რომ ყოფილი თანამდებობის პირების სასამართლო პროცესებზე სისტემურად ირღვეოდა სამართლიანი სასამართლოს უფლება.

„თქვენი ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ ეპასუხა იმ გამოწვევებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, დღიდან ხელისუფლებაში მოსვლისა, შეუდგა პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორებას. იმის გამო, რომ ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, არ მინდა საკუთარი შეფასებები გავაკეთო. მინდა მთელ საზოგადოებას შევახსენო ის სურათი, რაც ჩვენ გვაქვს ამ კუთხით და მოვიყვანო ობიექტური ფაქტები იმის შესახებ, თუ რა სიტუაციაა ოპონენტების პოლიტიკური დევნის კუთხით. „ქართული ოცნების“ მხრიდან მოწვეულმა სასამართლო მონიტორინგმა დააფიქსირა თავის დასკვნაში, რომ ყოფილი თანამდებობის პირების სასამართლო პროცესებზე სისტემურად ირღვეოდა სამართლიანი სასამართლოს უფლება. ეს მათ ანგარიშში წერია“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ წააგო ყველა დავა, რომელიც ეხებოდა ყოფილი თანამდებობის პირების ექსტრადირებას და ევროპის არაერთი ქვეყნის სასამართლო ინსტიტუტებმა უთხრეს უარი იმ მოტივით, რომ ადგილი ჰქონდა შესაძლო პოლიტიკურ დევნას.

„ესეც არის დადასტურებული ამ სასამართლოების გადაწყვეტილებებით. ინტერპოლმა უთხრა უარი, რომ გამოცხადებულიყო დევნა მიხეილ სააკაშვილზე იმ მოტივით, რომ შესაძლოა აქ ადგილი ჰქონოდა პოლიტიკურ დევნას. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა მე-18 მუხლის დარღვევა ევროკონვენციის მე-5 მუხლთან ერთად და მიუთითა, რომ საქართველოს ხელისუფლება პატიმრობას იყენებდა არაკანონიერი, არალეგიტიმური მიზნებისთვის. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება დაკავებული იყოს გაზრდილ კრიმინალთან ბრძოლით, იმ გამოწვევეზე პასუხით, რომელიც რეალურად აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს, ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ მოახდინა კრიმინალური სამყაროს მობილიზაცია, რაც ყველაზე სამწუხაროა, პოლიციასთან ერთად. პოლიციელები საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ ხელისუფლების გასამარჯვებლად ამ კამპანიაში იყვნენ ჩართულები“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მან მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს და მის მიერ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება შეახსენა. „როდესაც თქვენ ეს ბრალდება პირველად გააჟღერეთ, არც ერთი მტკიცებულება არ წარმოგიდგენიათ. მტკიცებულების გარეშე რაიმეს დაბრალება არის პოლიტიკური რეპრესია. მტკიცებულების გარეშე პოლიტიკურ ოპონენტს არ უნდა დააბრალოთ გადატრიალება, რომელიც არ მომხდარა, რომლის მცდელობაც არ ყოფილა“, - განაცხადა კახიძემ.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ოთარ კახიძე - „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორებას ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან შეუდგა

„ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორებას ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან შეუდგა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტის მე-9 მოწვევის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ოთარ კახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მხრიდან მოწვეულმა სასამართლო მონიტორინგმა დააფიქსირა თავის დასკვნაში, რომ ყოფილი თანამდებობის პირების სასამართლო პროცესებზე სისტემურად ირღვეოდა სამართლიანი სასამართლოს უფლება.

„თქვენი ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ ეპასუხა იმ გამოწვევებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, დღიდან ხელისუფლებაში მოსვლისა, შეუდგა პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორებას. იმის გამო, რომ ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, არ მინდა საკუთარი შეფასებები გავაკეთო. მინდა მთელ საზოგადოებას შევახსენო ის სურათი, რაც ჩვენ გვაქვს ამ კუთხით და მოვიყვანო ობიექტური ფაქტები იმის შესახებ, თუ რა სიტუაციაა ოპონენტების პოლიტიკური დევნის კუთხით. „ქართული ოცნების“ მხრიდან მოწვეულმა სასამართლო მონიტორინგმა დააფიქსირა თავის დასკვნაში, რომ ყოფილი თანამდებობის პირების სასამართლო პროცესებზე სისტემურად ირღვეოდა სამართლიანი სასამართლოს უფლება. ეს მათ ანგარიშში წერია“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ წააგო ყველა დავა, რომელიც ეხებოდა ყოფილი თანამდებობის პირების ექსტრადირებას და ევროპის არაერთი ქვეყნის სასამართლო ინსტიტუტებმა უთხრეს უარი იმ მოტივით, რომ ადგილი ჰქონდა შესაძლო პოლიტიკურ დევნას.

„ესეც არის დადასტურებული ამ სასამართლოების გადაწყვეტილებებით. ინტერპოლმა უთხრა უარი, რომ გამოცხადებულიყო დევნა მიხეილ სააკაშვილზე იმ მოტივით, რომ შესაძლოა აქ ადგილი ჰქონოდა პოლიტიკურ დევნას. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა მე-18 მუხლის დარღვევა ევროკონვენციის მე-5 მუხლთან ერთად და მიუთითა, რომ საქართველოს ხელისუფლება პატიმრობას იყენებდა არაკანონიერი, არალეგიტიმური მიზნებისთვის. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება დაკავებული იყოს გაზრდილ კრიმინალთან ბრძოლით, იმ გამოწვევეზე პასუხით, რომელიც რეალურად აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს, ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ მოახდინა კრიმინალური სამყაროს მობილიზაცია, რაც ყველაზე სამწუხაროა, პოლიციასთან ერთად. პოლიციელები საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ ხელისუფლების გასამარჯვებლად ამ კამპანიაში იყვნენ ჩართულები“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მან მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს და მის მიერ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება შეახსენა. „როდესაც თქვენ ეს ბრალდება პირველად გააჟღერეთ, არც ერთი მტკიცებულება არ წარმოგიდგენიათ. მტკიცებულების გარეშე რაიმეს დაბრალება არის პოლიტიკური რეპრესია. მტკიცებულების გარეშე პოლიტიკურ ოპონენტს არ უნდა დააბრალოთ გადატრიალება, რომელიც არ მომხდარა, რომლის მცდელობაც არ ყოფილა“, - განაცხადა კახიძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა