თსუ-ის ბიბლიოთეკაში ხვალ შოთა რუსთაველის 850 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა - ,,ვეფხისტყაოსანი’’ გაიხსნება

თსუ-ის ბიბლიოთეკის ცენტრალური შენობის საგამოფენო დარბაზში ხვალ შოთა რუსთაველის 850 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა - ,,ვეფხისტყაოსანი’’ გაიხსნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, გამოფენის გახსნას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კიმ ჩან გიუ, სტუდენტები, პროფესორები და მიწვეული სტუმრები დაესწრებიან. ღონისძიებაზე კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თსუ-ს ბიბლიოთეკას ,,ვეფხისტყაოსნის’’ კორეულ თარგმანს საჩუქრად გადასცემს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ბიბლიოთეკაში დაცული ,,ვეფხისტყაოსნის’’ უძველესი, უიშვიათესი და მსოფლიოს ხალხთა ენებზე თარგმნილი გამოცემები. მათ შორის პირველი, 1712 წლის ვახტანგისეული ,,ვეფხისტყაოსანი’’.

ღონისძიებაზე გამომცემლობა ,,ნოტა ბენე’’ წარადგენს ახალ გამოცემას - “ვეფხისტყაოსნის მხატვრობა”. ასევე, გაიმართება მხატვარ პაპუნა დავითაიას წიგნის ,,ვეფხისტყაოსანი - გრაფიკული რომანი’’ პრეზენტაცია და ,,ვეფხისტყაოსნის’’ პირველი ფერადი, ილუსტრირებული სამაგიდო თამაშის წარდგინება, რომლის ვტორი და ხელმძღვანელი, ფილოლოგი და კინომცოდნე ლევან გელაშვილია. გამოფენაზე აღნიშნული თამაშისთვის შესრულებული მხატვარ ნინო გელაშვილის ილუსტრაციები იქნება წარმოდგენილი.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში