საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ვახტანგ მახარობლიშვილი ინიშნება

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ვახტანგ მახარობლიშვილი ინიშნება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მახარობლიშვილმა ამ თანამდებობაზე გიგი გიგიაძე შეცვალა, რომელიც დანიაში საქართველოს ელჩად დაინიშნა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მახარობლიშვილი კარიერული დიპლომატია. 1999 წლიდან ის მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2000 წლიდან მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირთან ურთიერთობების დეპარტამენტში. 2002-2004 წლებში ამავე დეპარტამენტში იყო სამმართველოს უფროსი. 2004 წლიდან 2005 წლამდე იყო ევროპულ საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2005-2009 წლებში იყო ბრიუსელში, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი. 2009-2011 წლებში საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, 2011-2012 საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი. 2012-2016 წლებში ნიუ-იორკში გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე. 2013 წელს მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი. დამთავრებული აქვს მაგისტრატურა დიპლომატიაში (მალტა)და მაგისტრატურა საერთაშორისო ბიზნეს სამართალში (ნიდერლანდები).

ვახტანგ მახარობლიშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება