რუსთავში, მე-16 მიკრორაიონში კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" სერვის-ცენტრის ოფისი გაქურდეს. ქურდობა სავარაუდოდ წუხელ, გვიან ღამით მოხდა. დამნაშავეებმა ოფისის მინა ჩაამტვრიეს და შენობაში ისე შეაღწიეს. ქურდობის ფაქტი ოფისში დილით მისულმა დამლაგებელმა დააფიქსირა და საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
წინასწარი ინფორმაციით, ოფისიდან სეიფი, კომპიუტერი და პრინტერია წაღებული. კომპანიის თანამშრომელის თქმით, სეიფში მხოლოდ დოკუმენტაცია ინახებოდა და ფული არ იყო. შემთხვევის ადგილზე ამ დროისათვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"