პროექტის „ახალგაზრდები ევროპისთვის“ ფარგლებში შერჩეული პირები სტრასბურგში იმყოფებიან

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო-საქართველო (LDA-Georgia), ქუთაისისა და სტრასბურგის მერიის მხარდაჭერით, პროექტს „ახალგაზრდები ევროპისათვის“ ახორციელებს.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში შერჩეული ახალგაზრდები საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში სასწავლო მიზნით იმყოფებიან.

„ახალგაზრდები 20 დეკემბერს ევროსაბჭოს, ევროპარლამენტს და ევროპის ახალგაზრდულ ცენტრს ეწვივნენ. შეხვედრების ფარგლებში მათ მიიღეს ინფორმაცია ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენლებისა და ევროპული ინსტიტუციების მუშაობის შესახებ. ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ მარიამ მაისაიამ, ახალგაზრდებს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმა გააცნო და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ისაუბრა. ევროპის ახალგაზრდულ ცენტრში საერთაშორისო ახალგაზრდული პროექტების პრეზენტაცია მოეწყო. სტუდენტებმა ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ისაუბრეს“, - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

მათივე განმარტებით, სტრასბურგში ვიზიტი 23 დეკემბრამდე გაგრძელდება.

„21-22 დეკემბერს პროექტის მონაწილეები ქალაქის მერის მოადგილეს შეხვდებიან და ევროპული ღირებულებების შესახებ ადგილობრივ სტუდენტებთან დისკუსიაში ჩაერთვებიან. პროექტის მიზანია, ახალგაზრდებში ევროპული ღირებულებებისა და ევროპული ინსტიტუციების შესახებ ცნობიერების ამაღლება. სტრასბურგში ვიზიტამდე, აღნიშნული პროექტის ფარგლებში შერჩეულ ახალგაზრდებს სამი თვის განმავლობაში,ევროპული ინსტიტუციების მნიშვნელობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ , ტრენინგ-სემინარები უტარდებოდათ“, - აღნიშნავენ მერიაში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება