სტუდენტის აკადემიური მოსწრება უნდა იყოს გადამწყვეტი ყოველწლიურად დაფინანსების მოპოვებისთვის, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.
მისივე თქმით, უმაღლეს განათლებაში დაფინანსების ის მოდელი, რომელიც დღეს მოქმედებს, აღარ პასუხობს დღევანდელ საჭიროებებს. „ეს საკითხი ჩვენ ყველა უმაღლესი განათლების ხელმძღვანელებთან გვაქვს განხილული. განხილვები გაგრძელდება და შევეცდებით ახალი სისტემა მისადაგებული იყოს ჩვენი განათლების სისტემის საჭიროებებზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ პროფესიების მიმართულებით დავაფინანსოთ ახალგაზრდები, რომლებიც ყველაზე მეტად გვჭირდება. ჩვენ შევეცდებით, აკადემიური მოსწრება იყოს გადამწყვეტი ყოველწლიურად დაფინანსების მოპოვებისთვის. მოგეხსენებათ, ერთხელ თუ მიიღო სტუდენტმა გრანტი, ის მას მიყვება, მიუხედავად აკადემიური მოსწრებისა, რაც რა თქმა უნდა, არ წაახალისებს სწორ მიმართულებას და სწორ პრიორიტეტს”, - განაცხადა ჯეჯელავამ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"