კონკურენციის სააგენტოში Booking.com-ის წინააღმდეგ განცხადება შევიდა

კონკურენციის სააგენტოში სასტუმროების დაჯავშნის ონლაინ პორტალ Booking.com-ის წინააღმდეგ განცხადება შევიდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კონკურენციის სააგენტოში განუცხადეს, Booking.com-თან დაკავშირებით სააგენტოს ა(ა)იპ კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრმა მიმართა.

ცენტრის წარმომადგენელი სოლომონ მენაბდიშვილი მიიჩნევს, რომ booking.com-ის მიერ ადგილი აქვს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, გადაწყვეტილება და შეთანხმებული ქმედება) სავარაუდო დარღვევას.

კონკურენციის სააგენტოს განმარტებით, განხორციელდა Booking.com-ის ქართულ წარმომადგენლობასთან კომუნიკაცია, პოზიციის გამოთხოვა, მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებაზე მოწვევა და ასევე მოხდა მოკვლევის დაწყებაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი ვადის 2 კვირით გაგრძელება.

„კონკურენციის სააგენტომ 10 იანვრამდე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დაიწყება თუ არა მოკვლევა Booking.com-თან დაკავშირებით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს არსებული სიტუაციის შესწავლა - რამდენად გონივრული ეჭვი არსებობს და ა.შ. ამასთან, ხვალ „სკაიპით“ ერთვება Booking.com-ის წარმომადგენლი და 10 იანვრამდე გადაწყდება კონკურენციის სააგენტო დაიწყებს თუ არა მოკვლევას“, - განაცხადეს კონკურენციის სააგენტოში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა