ნუცუბიძის ქუჩაზე, მოსახლეობის ნაწილს დღეს გაზმომარაგება შეუწყდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან” აცნობეს, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხუთშაბათს, 26 იანვარს, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძის ქუჩა #129-ში მცხოვრებ მოსახლეობას.
გაზის მიწოდება აღდგება 14:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.
შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"