კომპანია ”ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, უამინდობის გამო აჭარაში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა არ ფიქსირდება.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” კომპანიიდან აცნობეს, მაღალი ძაბვის ქსელში ავარია არ მომხდარა, თუმცა მცირე ავარიების აღმოსაფხვრელად ტექნიკური სამსახურის ჯგუფები მუშაობენ.
”ენერგო-პრო ჯორჯიას” ტექნიკური სამსახურის ჯგუფები ამ წუთებში მუშაობენ ლოკალურ ავარიებზე და იმ ადგილებში, სადაც ელექტროენერგია არ მიეწოდებათ, პრობლემა დღის განმავლობაში აღმოიფხვრება”, - აცხადებენ კომპანიაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"