ეროვნულმა ბანკმა სესხების გალარების კალკულატორი შექმნა

სესხების გალარების პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სუბსიდირებული სესხის ლარით კონვერტაციის ეფექტის განმსაზღვრელი სპეციალური კალკულატორი შექმნა.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, კალკულატორის მიზანია, გალარების მსურველებს და სესხის აღებით დაინტერესებულ პირებს დაეხმაროს ლარისა და დოლარის სესხების პირობების შედარებაში. კალკულატორი გალარების მსურველებს აქციაში მონაწილეობის კონკრეტული სარგებლის დათვლაშიც გაუწევს დახმარებას.

„იმისთვის, რომ მსესხებელმა მიიღოს გადაწყვეტილება გაალაროს თუ არა სესხი, არსებული დოლარის სესხის პირობები უნდა შეადაროს ბანკის მიერ შემოთავაზებულ ლარის სესხის პირობებს. უცხოური ვალუტის სესხს გააჩნია სავალუტო რისკი, რომელიც ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაშიც აღნიშნული კალკულატორი დახმარებას გაუწევს მომხმარებელს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სესხების გალარების კალკულატორი განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე - https://www.nbg.gov.ge/index.php?m=657

სებ-ის ინფორმაციით, სესხების გალარების პროგრამა 17 იანვარს დაიწყო და 25 მარტამდე გრძელდება. პროგრამა ნებაყოფლობითია როგორც ბანკებისთვის, ისე მათი კლიენტებისათვის.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას