ბუკნარიდან ასწლოვანი ხის გადატანისას ცენტრალურ საავტომობილო გზაზე განათების ბოძები და ხე მცენარეები დაზიანდა. როგორც კომპანია "ზიმოს" ინჟინერმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ხის გადატანისას მხოლოდ 6 განათების ბოძი დაზიანდა, რაც შეეხება ხე მცენარეებს, რომელიც ბუკნარში ცენტრალურ გზაზე იყო, მათი მოჭრის შესახებ ადგილობრივებმა წინასწარ იცოდნენ.
"მაგნოლიას გადატანისას, ცენტრალურ გზაზე განათების 6 ბოძი დაზიანდა. რაც შეეხება ხე- მცენარეების მოჭრას, ამის შესახებ კერძო პირებმა წინასწარ იცოდნენ. განათების ბოძები უკვე აღდგენილია. ჩვენ გადატანის სამუშაოებს ვაგრძელებთ. ხეს დღის ბოლომდე რკინიგზის ლიანდაგის იქით გადავიტათ, ასწლოვან მაგნოლიას, ხვალ დენდროლოგიურ პარკში გადავიტანთ და გადავრგავთ", -აცხადებს "ზიმოს" ინჟინერი შანავა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"