კონსტანტინე ზატულინი - აფხაზეთში გამართული „საპარლამენტო არჩევნები“ საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდა

აფხაზეთში გამართული „საპარლამენტო არჩევნები“ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს, - განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის მოადგილემ კონსტანტინე ზატულინმა.

ზატულინი ამჟამად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის სახელმწიფო დუმის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება. დელეგაცია აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ჩავიდა.

ზატულინის ინფორმაციით, დამკვირვებლების დელეგაციამ 45 საარჩევნო უბანი დაათვალიერა.

„არჩევნები აფხაზეთში საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში გაიმართა. მინდა აღვნიშნო ამომრჩევლების აქტიურობა. ჩემი აზრით, არჩევნებამდე არ იყო იმის მოლოდინი, რომ ამდენად დიდი იქნებოდა მისული ამომრჩევლების პროცენტი“, - აღნიშნა ზატულინმა.

მისივე თქმით, უკვე აშკარაა, რომ ორ კვირაში ზოგიერთ ოლქში მეორე ტური გაიმართება. მან დაადასტურა, რომ პირველ ტურში არ დაფიქსირებულა პრინციპული დარღვევები, რომლებიც გავლენას მოახდენს საბოლოო შედეგებზე.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. სახალხო კრების მე-6 მოწვევის დეპუტატების არჩევნები გუშინ გაიმართა. აქტიურობამ 50%-ს გადააჭარბა. ე.წ. არჩევნები შემდგარად გამოცხადდა. ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შედეგებს 7-დღიან ვადაში გამოაცხადებენ.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით