დიმიტრი ქუმსიშვილი გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრებს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, დიმიტრი ქუმსიშვილმა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრებს საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობისა და მიმდინარე რეფორმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

სამინისტროს ინფორმაციით, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ პოლიტიკასა და რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმაზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში ეკონომიკის ზრდის ტემპის დაჩქარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკის ზრდის მხარდამჭერ რეფორმებზე.

„გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრები განსაკუთრებით დააინტერესა საგადასახადო კანონმდებლობის რეფორმამ, რომელიც საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივებისა და არსებული ხარვეზების გამოსწორებისკენაა მიმართული. აღინიშნა, რომ ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით აქტიურად და ნაყოფიერად თანამშრომლობს საქართველოში მოქმედ ბიზნეს-გაერთიანებებთან. შეხვედრის დასასრულს, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრის მონაწილეების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება 2007 წელს დაარსდა და სიდიდით მეორე ბილატერული ეკონომიკური გაერთიანებაა საქართველოში. ის ხელს უწყობს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებას, მხარს უჭერს კომპანიებს ბაზარზე შესვლისა და კონტაქტების დამყარების პროცესში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში