თბილისში, სვანეთის უბანში ხანძარია. პეტრე ბაგრატიონის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის სხვენი იწვის. ადგილზე შვიდი სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და დაქრობითი სამუშაოები მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აღნიშნავენ, ხანძრის გავრცელების საშიშროება უკვე არ არსებობს. ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"