ინგლისის პარლამენტის შენობაზე დღეს სახელმწიფო დროშა დაეშვება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ საგანგებო კომიტეტის სხდომა გამართა, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ დღეს პარლამენტის შენობაზე ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად სახელმწიფო დროშა დაეშვება. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

მთელი ღამის განმავლობაში პარლამენტის შენობა პოლიციის მიერ იყო გარშემორტყმული. სამართალდამცველები მოუწოდებდნენ მოსახლეობას, რომ ამ რაიონში გადაადგილებისგან თავი შეეკავებინათ. პოლიციის განცხადებით, დამნაშავე მარტო მოქმედებდა, მაგრამ არ გამორიცხავენ, რომ მას თანამზრახველი ჰყოლოდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ლონდონში გუშინ მომხდარი ტერაქტის შედეგად დაიღუპა 5 და დაშავდა 40-მდე ადამიანი.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება