ოლიმპიადა „ევერესტის“ მე-16 სეზონი მიმდინარეობს

ოლიმპიადა ევერესტის მე-16 სეზონი დაიწყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზატორებმა აცნობეს. გაზაფხულ-ზაფხულის სეზონზე რეგისტრაცია 15 ათასზე მეტმა კონკურსანტმა გაირა.

ოლიმპიადაში ასევე მონაწილეობენ გალის რაიონის სკოლის მოსწავლეები. „მე-16 სეზონი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ბიბლიოთეკაში მიმდინარეობს. ოლიმპიადაში მონაწილეობას მეორე-მეექვსე კლასის მოსწავლეები იღებენ. გასულ წელს ტესტების ფორმატი შეიცვალა, რაც ახალგაზრდა ოლიმპიადელებს აზროვნების განვითარების საშუალებას აძლევთ.

მათემატიკის ოლიმპიადა „ევერესტი“ ერთადერთია საქართველოში, რომელიც ოლიმპიადას ზუგდიდში, გალის რაიონის სკოლის მოსწავლეებისთვისაც ატარებს. გასულ სეზონზე გამარჯვებულებს შორის გალის წარმომადგენლებიც მოხვდენენ, რომლებსაც სხვადასხვა სახის პრიზები გადაეცათ.

ოლიმპიადა „ევერესტი“ მოსწავლეებთან ერთად პედაგოგების კონკურსსაც ატარებს. მასწავლებლების შედეგები მათი მოსწავლეების წარმატებით განისაზღვრება.

ოლიმპიადა სამი ტური გრძელდება. გამარჯვებულები სეზონის ბოლოს სამ ტურში დაგროვილი ქულების მიხედვით გამოვლინდებიან.

ოლიმპიადა „ევერესტი“ მათემატიკოსმა დაჩი ნანობაშვილმა 2006 წელს დააარსა. ამჟამად „ევერესტი“ ყველაზე დიდი მათემატიკური ოლიმპიადაა საქართველოში. ის თბილისში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, რუსთავში, ბათუმში, ფოთში, სენაკში, თელავში, ხაშურში, ლანჩხუთში, ბორჯომში, გურჯაანში, ოზურგეთში, ახალციხესა და საჩხერეში ტარდება. საშუალოდ, მასში ყოველწლიურად საჯარო და კერძო სკოლების 25 111 მოსწავლე მონაწილეობს“, - აღნიშნულია ორგანიზატორების ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში