კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტებს, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 მარტს, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” კომპანიიდან აცნობეს, ელექტროენერგია შეეზღუდება ზემო აჭარის რაიონის სოფლებში 1548 აბონენტს, კერძოდ: დოლოგანი, ზენდაგა, ბზუბზუ, ზვარე, წონიარისი და მიმდებარე სოფლებში. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე კი, დაბა ხულოს ნაწილში და მიმდებარე სოფლებში 1494 აბონენტს. 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კაპანდიდში 125 აბონენტს.
აჭარის რეგიონის გარდა, შეზღუდვა ასევე გავრცელდება სამეგელო ზემო-სვანეთის ტერიტორიაზე. კომპანიის ინფორმაციით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშის 1542 აბონენტს.
1:00 საათიდან 16:00 საათამდე კი, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, შეზრუდვა შეხება მცხეთის რაიონის სოფლებში ძველი ვეძისი, ნენავი და მთის ჰაერი 105 აბონენტს. ანალოგიური მიზეზით, 10:00 სათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება გარდაბნის ნაწილს, სულ 6814 აბონენტს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"