დავით მესხიშვილი - საქალაქთაშორისო სამგზავრო მიკროავტობუსები ხშირად სატვირთოდანაა გადაკეთებული, სადაც „ტაბურეტკებია“ ჩადგმული

საქალაქთაშორისო მიკროავტობუსებში ძალიან მძიმე მდგომარეობაა - მგზავრთა უსაფრთხოება დაცული არ არის, კომფორტზე კი საუბარი ზედმეტია, - ამის შესახებ „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა საქალაქთაშორისო მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში არსებულ პრობლემებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ „ქვეყანაში არ არსებობს საგზაო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც იმუშავებდა პრევენციული მიმართულებით“.

დავით მესხიშვილის რეკომენდაციით, უნდა დაინერგოს ევროდირექტივა, რომლის მიხედვითაც, მიკროავტობუსებში დამონტაჟდება ე.წ. ტაქოგრაფები - მოძრაობის სიჩქარის საზომი მოწყობილობები, რითაც გამოვლინდებიან დამრღვევი მძღოლები.

„უმეტეს შემთხვევაში, სამგზავრო მიკროავტობუსები გადაკეთებულია სატვირთო მიკროავტობუსებიდან და კუსტარულად არის გადაყვანილი გაზზე. მიკროავტობუსებში ჩამონტაჟებულია ე.წ. „ტაბურეტკები“ და არ არის დაცული მგზავრთა განთავსების უსაფრთხოების სტანდარტები, ასევე მძღოლები ხშირ შემთხვევაში აჭარბებენ სიჩქარეს.

პირველ რიგში, ვითხოვთ, ევროდირექტივის დანერგვას, რომელიც ითვალისწინებს მიკროავტობუსებში ჩამწერი მოწყობილობების - ე.წ ტაქოგრაფების ჩამონტაჟებას. ასეთ დროს, არ არის საჭირო საპატრულო პოლიციამ ყველა დარღვევაზე სდიოს მიკროავტობუსის დამრღვევ მძღოლს - ტაქოგრაფის სისტემა აჩვენებს, რა მონაკვეთზე, რა სიჩქარით იარა მძღოლმა, რაც არის ერთგვარი პრევენცია და ვეროკავშირის ქვეყნებში საკმაოდ აპრობირებული მეთოდი.

ავტოსაგზაო შემთხვევები ხდება ყველგან, მაგრამ საქართველოში ყოველთვის მძიმე შედეგებით, ფატალურად სრულდება. ეს გამომდინარეობს იქედან, რომ არც ერთი სტანდარტი უსაფრთხოდ მოძრაობის მხრივ არ არის დაცული და რაც ყველაზე მთავარია, ქვეყანაში არ არსებობს საგზაო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც იმუშავებდა პრევენციული მიმართულებით“, - განაცხადა დავით მესხიშვილმა.

კვლევის „უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობები მგზავრებისთვის“ მიხედვით, საქალაქთაშორისო მარშრუტზე მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლების 93% მინიმუმ ერთ დარღვევას მაინც აკეთებს.

CRRC საქართველოსა და „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ 2 კვირიანი ინტენსიური დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ მიკროავტობუსების მძღოლების 93% საუბრობს ტელეფონზე, აგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, კვეთს ღერძულა ხაზს, აკეთებს აგრესიულ მანევრირებას და ახორციელებს გადასწრებას სახიფათო შემთხვევების დროს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში