სამხრეთ კორეის სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტი პაკ კინ ხე კორუფციის ბრალდებით დააკავეს

სამხრეთ კორეის სამართალდამცველებმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი პაკ კინ ხე კორუფციაში ბრალდებით დააკავეს, - იუწყება სააგენტო Yonhap.

სეულის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა. მას ბრალდება 13 პუნქტის მიხედვით წაუყენეს, კერძოდ, მას ბრალად ედება ქრთამის აღება, ხელისუფლების ბოროტად გამოყენება და სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „აღნიშნული მომენტისთვის ბევრი მტკიცებულებაა შეგროვილი, მაგრამ ვინაიდან ეჭვმიტანილი უარყოფს ბრალდებების უმეტესობას, არსებობს იმის ვარაუდი, რომ მან რაღაც მტკიცებულებები გაანადგურა. უსამართლო იქნებოდა მისი არდაკავება იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული სხვა პირები დაკავებულნი არიან“.

აღსანიშნავია, რომ 10 მარტს სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის პაკ კინ ხეს იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს 8 მოსამართლემ.

იმპიჩმენტის მიზეზი გახდა ფაქტი, რომელიც ადგილობრივმა მედიამ გაასაჯაროვა და რომლის თანახმად, პრეზიდენტმა უფლება მისცა ახლო მეგობარს ცოი სუნ სილს ჩარეულიყო სახელმწიფო საქმეებში, მათ შორის საკადრო გადაწყვეტილებების მიღებაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას