გაზეთი ”კვირის პალიტრა” 22 წლისაა

გაზეთი ”კვირის პალიტრა” 22 წლის გახდა. „კვირის პალიტრის’’ პირველი ნომერი 1995 წლის 18 აპრილს გამოვიდა. მას შემდეგ გაზეთი ტრადიციულად, ყოველ ორშაბათს გამოიცემა.

განვლილი 22 წლის მანძილზე ,,პალიტრის’’ გუნდმა ერთი გაზეთის იდეა მძლავრ მედიაჰოლდინგად გადააქცია, რომელსაც ამჟამად საქართველოში ანალოგი არ გააჩნია.

„პალიტრა მედია’’ წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ მულტიმედია ჰოლდინგს, რომელიც დღესდღეობით აერთიანებს სამ პერიოდულ გაზეთს, 12 პერიოდულ ჟურნალს, 20-ზე მეტ ინტერნეტპორტალს, რადიოს, ტელევიზიას, საინფორმაციო სააგენტოსა და ლიტერატურის საგამომცემლო სახლს.

ჰოლდინგის ბეჭდური მედიის მკითხველთა და ინტერნეტპორტალების ვიზიტორების რაოდენობა ყოველთვიურად 10 მილიონს აღემატება.

"პალიტრა მედიის" შემადგენლობაშია წიგნების საცალო გაყიდვების ქსელი ”ბიბლუსი”. ასევე, მულტიპროფილური მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი რამდენიმე სტამბა. ჰოლდინგში გაერთიანებულია სარეკლამო, ინტერნეტკომერციისა და ვებგანვითარების კომპანიები.

მედიაჰოლდინგის პროფესიონალთა გუნდი 1 500-ზე მეტი თანამშრომლისგან შედგება, რომელიც 22 წელია ქმნის მაღალხარისხიანი პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს ასიათასობით მომხმარებლისთვის.

გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია