ბათუმის საკრებულოში სტანდარტებისა და მეტროლოგიის თემაზე სემინარი გაიმართა

ბათუმის საკრებულოში სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების ორგანიზებით, სტანდარტებისა და მეტროლოგიის შესახებ ცნობადობის ამაღლების ციკლის ფარგლებში სემინარი გაიმართა.

სემინარი GEOSTM-ის გენერალურმა დირექტორმა დავით ტყემალაძემ გახსნა, პროექტის პრეზენტაცია კი, მეტროლოგიის წამყვანმა ექსპერტმა პიტერ ფარარმა გააკეთა.

ბათუმის საკრებულოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უცხოელ ექსპერტებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს წარმოადგენლებმა მიმოიხილეს საერთაშორისო და ევროპული სტანდარტები, სტანდარტების გამოყენების უპირატესობები და მეტროლოგიის გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებასა და ბიზნესზე, ასევე სემინარზე დამსწრე საზოგადოებას გააცნეს სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო აღიარების მქონე ლაბორატორიების მომსახურებები და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტით გათვალისწინებული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების გაუმჯობესების სამომავლო გეგმები.

ქართული პროდუქტის შიდა და ევროპულ ბაზარზე განთავსების ხელშეწყობის მიზნით, ევროკავშირის მიერ დაფინანასებული პროექტი საქართველოს რეგიონებში მეწარმეებისთვის 2016 წლის მარტში დაიწყო. სემინარები უკვე ჩატარდა თელავში, ფოთში, ახალციხეში, ქუთაისსა და ბოლნისში.

სემინარში ბათუმის მერიისა და საკრებულოს, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, ბათუმის მუნიციპალიტეტის მოქმედი მეწარმეები და უცხოელი ექსპერტები მონაწილეობდნენ.

საქართველოს რეგიონებში ცნობადობის ამაღლების სემინარების ციკლი სტანდარტებისა და მეტროლოგიის შესახებ მეწარმეებისათვის ევროკავშირის პროქტის ეგიდით - ”საქართველოს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების მხარდაჭერა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად“ - იმართება.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას