მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა და საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონში შესული სხვა ცვლილებები 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება

შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონი ძალაში 1-ელი ივლისიდან შევა.

როგორც ხუციშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ორი თვის განმავლობაში სამინისტრო მოქალაქეებს დაწვრილებით განუმარტავს იმ ცვლილებებს, რომელიც კანონში არის ასახული.

"მესამე მოსმენით განვიხილეთ „საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონი“. ეს კანონი ძალაში შევა 1-ელი ივლისიდან. ჩვენ სწორედ ამ დროიდან გვექნება ქულათა სისტემა მართვის მოწმობაზე, ასევე ამოქმედდება უკონტაქტო პატრულირება. უკვე დავიწყეთ მუშაობა, რომ მოვემზადოთ ამ კანონის აღსრულებისთვის. ორი თვე ჩვენ დავიტოვეთ, რათა მოქალაქეებს სწორად განვუმარტოთ, რომ მათ ჰქონდეთ ინფორმაცია რა ახალი წესები იქნება, როგორ აღსრულდება ეს წესები. ამ დროის მანძილზე იქნება აქტიური საინფორმაციო კამპანია. ვეცდებით, ყველამ იცოდეს, როგორ უნდა შეამოწმონ თუ რამდენი ქულა დარჩა და რომელ დარღვევაზე რამდენი ქულა აკლდება", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

იხილეთ ვიდეო: საგზო მოძრაობის წესების დარღვევასთან დაკავშირებით მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა 1 ივლისიდან ამოქმედდება

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით