კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო პროექტს „მრავალფეროვანი საქართველო“ განაგრძობს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აგრძელებს პროექტს „მრავალფეროვანი საქართველო“. როგორც ”ინტერპრესნიუსს” კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, 1 მაისს, გარდაბნის საკრებულოს შენობასა და კულტურის ცენტრში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება; ქართველი მწერლები, მთარგმნელები, მეცნიერები და გამომცემლები შეხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას და ისაუბრებენ კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

დედაქალაქიდან ჩასული სტუმრები ინტერაქციის რეჟიმში გამართავენ დიალოგს და ყურადღებას გაამახვილებენ წლევანდელ საიუბილეო თარიღებზე, მათ შორის - ნ. ბარათაშვილის, ი. ჭავჭავაძის, ლ. ასათიანის.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის წიგნის თარგმანის და „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის“ მიერ აზერბაიჯანულ და თურქულ ენებზე ნათარგმნი ქართველი მწერლების ნაწარმოებების პრეზენტაცია; მოეწყობა ახალი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ჩვენება. პროექტის მუსიკალურ ნაწილს კი გააფორმებს მუსიკალური ბენდი;

ღონისძიებებში მონაწილე ახალგაზრდებს საჩუქრად გადაეცემათ კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები.

სსიპ ,,გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის" პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ სამინისტროს ხელშეწყობით უკვე მესამედ განხორციელდება და მისი მიზანია, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრირების ხელშეწყობა, ახალგაზრდების ინფორმირებულობის და სახელოვნებო განათლების დონის ამაღლება, შემოქმედებითი უნარების განვითარება. პროექტი ითვალისწინებს მარნეულში, გარდაბანში, ახალციხეში, ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბოლნისში კულტურული ღონისძიებების გამართვას.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში