ნიკა კვეზერელი დანაშაულს არ აღიარებს

თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა პარლამენტის ყოფილი წევრის, ~კონსერვატორ~ ნიკა კვეზერელის ადვოკატებმა ირმა ჭკადუამ, გელა ნიკოლაიშვილმა და სოსო ბარათაშვილმა რამდენიმე წუთის წინ დატოვეს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” სოსო ბარათაშვილმა განუცხადა, ნიკა კვეზერელისთვის ჯერჯერობით ეჭვმიტანილის სტატუსი არ მიუნიჭებიათ, თუმცა ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით არის დაკავებული, რაც ხულიგნობას იარაღის გამოყენებით გულისხმობს. მისი თქმით, დაკავებული ჯერ არ დაკითხულა, იგი ბრალს არ აღიარებს, არც ნარკოლოგიური შემოწმება მომხდარა.

რაც შეეხება ვითარებას, დაკავებული აღწერს, რომ ისინი სტუმრად მიდიოდნენ დაბადების დღეზე, როდესაც გზაში პატრულის თანამშრომლებმა გააჩერეს. კვეზერელის თქმით, მისი მხრიდან გასროლა არ ყოფილა. იარაღი კი მანქანაში ედო.

გელა ნიკოლაიშვილმა კი განაცხადა, რომ ნიკა კვეზერელმა არ იცის ბრალი რაში ედება. “როგორც ნიკა კვეზერელი ამბობს, პატრულის თანამშრომლები იქცეოდნენ გამომწვევად, პროვოკაციებს აწყობდნენ ვარკეთილის ხიდთან, სადაც ისინი გააჩერეს”, - აღნიშნა გელა ნიკოლაიშვილმა და დასძინა, რომ ნიკა კვეზერელის მანქანის გარდა იყო მეორე მანქანაც, რომელიც მიდიოდა ნიკა კვეზერელთან ერთად, პატრულის თანამშრომლები კი რვანი იყვნენ.

შსს-ს ინფორმაციით, დღეს, თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე საპატრულო პოლიციამ დააკავა ~კონსერვატიული პარტიის~ წევრი ნიკა კვეზერელი, რომელმაც ბადრი გულუას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და მოახდინა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა. საბედნიეროდ, მოქალაქეს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია არ მოხვედრია.

;ნიკა კვეზერელი ეჭვმიტანილია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ჩადენაში. ამჟამად შემთხვევის ადგილზე მუშაობს შსს-ს კრიმინალისტიკური სამსახური. საპატრულო პოლიციაში მიმდინარეობს დაზარალებულის და სხვა თვითმხილველთა დაკითხვა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა