თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი ჩაიშალა

თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი ჩაიშალა. პედაგოგების განცხადებით, ისინი პირველ ექსპერიმენტულ სკოლასთან გაფორმებულ მემორანდუმს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც პირველი ექსპერიმენტული სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები 162-ე სკოლაში ივლიან.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” განათლების სამინისტროში განუცხადეს, პირველი ექსპერიმენტული სკოლა ვერ იტევს ორზე მეტ პირველ კლასს, რისი საშუალებაც 162-ე სკოლას აქვს და სწორედ ამის მიხედვით გაფორმდა მემორანდუმი. სამინისტროში განმარტავენ, რომ 162-ე სკოლაში პირველი ექსპერიმენტული სკოლის ჯგუფები ისეთივე პროგრამით ისწავლიან, როგორც პირველ ექსპერიმენტულში.

პედაგოგები შიშობენ, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ შესაძლებელია 162-ე სკოლაში მოხდეს კადრების ოპტიმიზაცია.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება