რას ნიშნავს „რექოლი“ და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

ავტო-ინდუსტრიაში ჩახედული ადამიანებისთვის „მანქანების გაწვევა”, ე.წ. „რექოლი“, ნაცნობი ფენომენია, თუმცა მათაც, ვინც ამ სფეროს კარგად არ იცნობს, შესაძლოა თვალში მოხვედროდათ ბოლო დროს გახშირებულისიახლეები, რომელიღაც მსხვილი ავტოკონცერნის მიერ საკუთარი მოდელების უკან გაწვევის შესახებ. და მაინც, უფრო კონკრეტულად, რა არის რექოლი და რატომ ხდება ის?

ავტომწარმოებელი ერთ ან რამდენიმე ერთეულ მოდელში ქარხნული დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, თავს ვალდებულად მიიჩნევს, იზრუნოს მომხმარებელზე და აცხადებს ”რექოლს”, ანუ უკან იწვევს მანქანებს, რათა ავტომობილებს ჩაუტარდეს შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში, გაეწიოს შესაბამისი მომსახურება, რომელიც, რა თქმა უნდა, უფასოა.

მას მერე, რაც ავტომობილებში გაიზარდა ელექტრომოწყობილობების რიცხვი, ”რექოლ“-ების სიხშირემ კიდევ უფრო იმატა. მაგალითად, უახლესი შემთხვევა ელექტრომობილების ამერიკულ მწარმოებელ ”ტესლას” უკავშირდება, რომელმაც 24 აპრილს დადასტურებული ინფორმაციით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2016 წელს გამოშვებული

53 000 ერთეული Tesla Model S და Tesla Model X გაიწვია. მიზეზი: სადგომი (ხელის) მუხრუჭის შესაძლო დეფექტია.

თუ გადავხედავთ ”რექოლების” უახლეს სტატისტიკას, ვნახავთ რომ ამ სიაში Tesla -ზე ბევრად უფრო დიდი და კარგად ნაცნობი ბრენდებიც არიან. მაგალითისთვის გთავაზობთ ბოლოდროინდელი გაწვევების არასრულ ჩამონათვალს:

2017 წლის თებერვალში BMW-მ 3 800 ელექტრომობილი i3 გაიწვია - მიზეზი: შესაძლო დეფექტი დამატებითი ავზში.

ასევე 2017 წლის თებერვალში, სუპერსპორტული ავტომობილების მწარმოებელმა ”ლამბორგინიმ” 5900 მოდელი გაიწვია - მიზეზი: შესაძლო აალება!

2016 წლის მარტში ”ფოლკსვაგენმა” და ”პორშემ” დაახლოებით 800 000 ავტომობილი გაიწვიეს. მიზეზი: პედლების შესაძლო დეფექტი VW Touareg-სა და Porsche Cayenne-ში.

2016 წლის იანვარში ”ფოლკსვაგენმა” 21 000 VW Caddy გაიწვია. მიზეზი: ძრავის შესაძლო ამუშავება კაპოტის ახდის დროს. 2015 წლის ნოემბერში ”ტესლამ” ყველა (!) გაყიდული (90 000) თესლა Model S გაიწვია. მიზეზი: წინა მგზავრის უსაფრთხოების ღვედის შესაძლო პრობლემა.

როგორც ხედავთ, ყველა გაწვევის მიზეზში ნახსენებია სიტყვა ”შესაძლო”, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს პრობლემის გარკვეული ალბათობა და მწარმოებელი ცდილობს რომ დააზღვიოს მომხმარებელი ამ არასასიამოვნო ალბათობისგან. თანამედროვე ავტოწარმოებაში მანქანების გაწვევა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

როგორც მოგახსენეთ, ზემოთ-მოცემული ჩამონათვალი სამწუხაროდ, სრული არ არის. ის ადამიანები, რომლებიც თვალყურს ადევნებენ ავტოინდუსტრიის სიახლეებს, შეამჩნევდნენ, რომ ამ სიას აკლია ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ეპიზოდი, რომელიც უკავშირდება უსაფრთხოების ბალიშების მწარმოებელ კომპანია Takata-ს.

”ტაკატას” უსაფრთხოების ბალიშების შესაძლო დეფექტის გამო ავტომობილების მასობრივი გაწვევების პირველი ტალღა ზუსტად ორი წლის წინ დაიწყო და მთელ საავტომობილო მსოფლიოს ეპიდემიასავით მოედო. 2015 წლის მაისში ამ მიზეზით მილიონობით ავტომობილი უკან გაიწვიეს ისეთმა ავტომწარმოებლებმა, როგორებიცაა

BMW,”ტოიოტა”, ”ნისანი”, ”ჰონდა”, ”მაზდა” და ”ფიატი-კრაისლერის” კონცერნი. ამ უკანასკნელმა მაშინ 4 მილიონზე მეტი ავტომობილის ე.წ. ”რექოლი” დაადასტურა. ცნობისთვის, Takata მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველ მეხუთე (!) ”აირბაგს” აწარმოებს.

სულ, ახლახანს, 2017 წლის მარტში კი კომპანია ტოიოტამ გაწვევის მეორე ტალღა გამოაცხადა. ვინაიდან, ეს ბრენდი ძალიან პოპულარულია საქართველოში და ამასთან ერთად, გასაწვევი ავტომობილების რიცხვში საქართველოში არსებული ავტომობილებიც ხვდება, ჩავთვალეთ რომ ქართველი ავტო-მომხმარებლებისთვის ყველაზე საინტერესო მაინც ეს შემთხვევა იქნებოდა. სწორედ ამიტომ, ამ თემაზე დამატებითი განმარტებების მისაღებად დავუკავშირდით „ტოიოტას“ ოფიციალური წარმომადგენლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს, რომელმაც დაადასტურა, რომ მსოფლიოს მასშტაბით მართლაც განხორციელდა გარკვეული მოდელების ე.წ. გაწვევა. გთავაზობთ მათ მიერ მოწოდებულ კომენტარს უცვლელი სახით:

”გვსურს განვმარტოთ, რომ „რექოლის“ გამოცხადება უმრავლეს შემთხვევაში არ გულისხმობს მიმდინარე პრობლემის არსებობას, არამედ მიზნად ისახავს შესაძლო გაუმართაობის თავიდან აცილებას. ჩვენი კომპანიის შემთხვევაში გაწვევის შესახებ ინფორმაცია, როგორც წესი, განსაკუთრებული ოპერატიულობით ვრცელდება. თუ გასაწვევი მანქანების სიაში მოხვედრილია ადგილობრივ ოფიციალურ დილერთან შეძენილი ავტომობილი, ცენტრალური ოფისიდან ტექნიკური მონაცემების მიღებისთანავე, თითოეული ავტომობილის მფლობელთან ხდება უშუალო დაკავშირება და შემდგომი კომუნიკაცია დილერთან ვიზიტისა და აღნიშნული „რექოლის“ ფაგლებში ჩასატარებელი უფასო სამუშაოების თაობაზე.

საგულისხმოა, რომ უშუალო დაკავშირება ავტომფლობელთან შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დილერების მონაცემთა ბაზაში არსებობს.

განახლებული საკონტაქტო ინფორმაცია . თუმცა კომპანია „ტოიოტა“-მ მომხმარებელზე ზრუნვის მიმართულებით უფრო დიდი ნაბიჯი გადადგა და დღეისათვის იმ მომხმარებლებს, რომელთაც შეიძინეს ავტომობილი ტოიოტას ოფიციალურ დილერებთან საქართველოში, შეუძლიათ დამოუკიდებლად შეამოწმონ არის თუ არა მისი მანქანა „გამოსაწვევ“ ავტომობილთა სიაში, ავტომობილის უნიკალური ვინ კოდის გამოყენებით. ამისათვის, ისინი უნდა ეწვიონ ტოიოტას ოფიციალურ ვებ გვერდის „სპეციალური სერვისის კამპანიის“ განყოფილებას მისამართზე www.toyota.com/vincheck. ხოლო იმ მომხმარებლებს, რომელთა ავტომობილები შეძენილია მეორად ბაზარზე ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში (საუბარია როგორც თოყოტა-ს, ასევე Lეხუს-ის მარკის ავტომობილებზე) შეუძლიათ გამოაგზავნონ თავისი ავტომობილის ვინ კოდი მისამართზე:

vincheck@toyota-caucasus.com. იმის გამო რომ სერვერზე მონაცემები მუდვივად განახლების პროცესშია, სასურველია, ავტომფლობელებმა შეამოწმონ ავტომობილის ვინ-კოდი ჩვენს სისტემაში არა ერთჯერადად, არამედ გარკვეული პერიოდულობით.

აქვე კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ავტომობილების „გაწვევა“ გულისხმობს ყველა იმ ავტომობილის უფასო გამოკვლევასა და სათანადო შეკეთების უზრუველყოფას, რომლებიც მოხვედრილია „რექოლის“ სიაში. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ავტომობილის ვინ ნომერი აღმოჩნდება დაფიქსირებული „რექოლის“ გლობალურ სისტემაში, (მიუხედავად იმისა, თუ სად არის შეძენილი ეს ავტომობილი) მფლობელი უნდა დაუკავშირდეს საქართველოში ”ტოიოტას” ოფიციალურ დილერებს: ”ტოიოტა ცენტრ თბილისს” ან ”ტოიოტა ცენტრ თეგეტას” შემდგომი სერვისისთვის.”

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა