ლელა ქებურია - ირაკლი კობახიძეს დაავიწყდა ეთქვა, რომ ამ ხელისუფლებამაც მაჟორიტარული სისტემით მოიპოვა ძალაუფლება

ირაკლი კობახიძეს ვეთანხმები, რომ წინა ხელისუფლებამ მაჟორიტარული სისტემით შეძლო ძალაუფლების უზურპირება, მაგრამ დაავიწყდა ეთქვა, რომ ამ ხელისუფლებამაც იმავე სისტემით მოიპოვა ძალაუფლება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლელა ქებურიამ ზუგდიდში, კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა.

„ბატონმა ირაკლიმ მეტწილად უპასუხა კითხვას იმის შესახებ, კარგი იყო თუ ცუდი მაჟორიტარული სისტემა და მას ვეთანხმები იმაში, რომ წინა ხელისუფლებამ, იმის წინა ხელისუფლებამ ძალაუფლების უზურპირება სწორედ მაჟორიტარული სისტემის სახით შეძლო, მაგრამ ბატონ ირაკლის დაავიწყდა ეთქვა, რომ ამ ხელისუფლებამაც სწორედ ამ სისტემით შეძლო ძალაუფლების მოპოვება. ვეთანხმები იმაშიც, რომ დღევანდელი ხელისუფლების სახალხო ლეგიტიმაცია იმაზე დაბალია, ვიდრე მის მიერ მოპოვებული მანდატების რაოდენობა; იმაშიც ვეთანხმები, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის მეტწილად წინგადადგმული ნაბიჯი დემოკრატიისათვის, მაგრამ თუ ერთი ხელით მივცემთ და მეორეთი წავართმევთ და შედეგი გვექნება იგივე - ხელისუფლების უზურპაცია, მაშინ განსხვავებას ვერ ვხედავ. ანუ ბონუს სისტემით ჩვენ შეიძლება, ზუსტად იგივე ლეგიტიმაციის ხელისუფლება გვყავდეს“, - განაცხადა ლელა ქებურიამ გაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებულ პარტიაზე მიკუთვნების საკითხის კომენტირებისას.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება