რომან გოცირიძე - სასამართლო არ არსებობს, ის აღმასრულებელი ხელისუფლების სრულ მორჩილებაშია, განუკითხაობაა ძალოვან სტრუქტურებში

სახალხო დამცველის მოხსენებამ ფაქტობრივად აჩვენა, რომ განუკითხაობაა ქვეყანაში. შექმნილია არაფორმალური იმუნიტეტის სისტემა, სადაც დაუსჯელად გრძნობენ თავს მაღალი რანგის ყოფილი თუ მოქმედი ჩინოვნიკები, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ომბუდსმენის ანგარიშში ნათლადაა ნაჩვენები , რომ სასამართლო სისტემა გაუმართავია.

„ზედა ეშელონებში საშინელ კორუფციაა და ქვეყანაში ფაქტობრივად სასამართლო არ არსებობს, ის აღმასრულებელი ხელისუფლების სრულ მორჩილებაშია. ქვეყანა არადემოკრატული მიმართულებით მიდის. ეს არის ამ მოხსენების მთავარი დასკვნა. განუკითხაობაა ძალოვან სტრუქტურებში. როგორ შეიძლება მოიპარო მილიონი ლარი ერთ დღეში, მიწების ყიდვა- გაყიდვით, ან როგორ შეიძლება სცემო, უმაღლესი კონსტიტუციური იმუნიტეტის მქონე სახელმწიფო მოხელე და ამაზე არავინ გაგებინოს პასუხი? ისტორია აჩვენებს, რომ დაუსჯელი არავინ რჩება. ეს ადამიანები დაისჯებიან,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

უჩა ნანუაშვილი პარლამენტს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს აცნობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?