”ნაციონალური მოძრაობა” - აჭარის 2016 წლის ბიუჯეტში 215 მილიონიდან 100 მილიონამდე ლარი გაუხარჯავი დარჩა

რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიურ მიმოხილვას კამათი მოჰყვა. ამის მიზეზი ბიუჯეტში დარჩენილი გაუხარჯავი თანხები გახდა.

როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადა, 2016 წლის ბიუჯეტში 215 მილიონიდან 100 მილიონამდე ლარი გაუხარჯავი დარჩა. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აღნიშნული თანხით აჭარაში სოციალურად დაუცველებისა და ეკომიგრანტების პრობლემების მოგვარება შეიძლებოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს ელგუჯა ბაგრატიონს, რეპლიკების გამო, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის გადაწყვეტილებით, სხდომაზე კითხვის დასმის უფლება აეკრძალა.

„აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას შეეცადა. 215 მილიონიდან 100 მილიონამდე თანხა გაუხარჯავი დარჩა, რომელსაც თავადაც აღიარებს. რეგიონში უამრავი ეკომიგრანტი და სოციალურად დაუცველია“, - აღნიშნა ელგუჯა ბაგრატიონმა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის რამაზ ბოლქვაძის თქმით, რესპუბლიკური ბიუჯეტი 2016 წელს 102, 5% შესრულდა. როგორც მინისტრი ამბობს, ბათუმში სამომავლოდ სტადიონისა და ნაგავსაყრელის მშენებლობის საკითხი პრიორიტეტია.

„ 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 102, 5 %-ით შესრულდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროექტები დარჩა და არ შესრულდა. სტადიონისა და ნაგავსაყრელის მშენებლობის საკითხი ჩვენი პრიორიტეტია და აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. სექტემბერში უკვე შერჩეული იქნება კომპანია, რომელიც ნაგავსაყრელის მშენებლობას დაიწყებს“, - აღნიშნა რამაზ ბოლქვაძემ.

ამ დროისთვის აჭარის უმაღლეს საბჭოში დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ ექვს საკითხს განიხილავენ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში